შენ, მეუფევ ღამის, ისევ შენთან მიხმობ,
გამასინჯე შენი პურიცა და ღვინოც,
შემოსეულ გრძნობებს აღარ გასდით ყავლი,
მისწორდები მოკვდავს ვნების ქარიშხალით.
თავს მოგაყრდნობ მკერდზე, მირჩევნია ასე,
შენი გულის ძგერის მიზეზად რომ დავრჩე,
რომ არ დაგავიწყდეს ჩემი ტუჩის გემო,
ალერსით და კოცნით მინდა ურცხვად გგვემო.
შენ, უკვდავო სულო, ჰგავხარ სიზმრის რაინდს,
ჩემს წინ ვარდის ბაღში თავს მორცხვად რომ დახრი,
ამიტაცე ხელში და წყვდიადში გავქრეთ,
დე, ჩვენს ფერხთით დაწვეს სიყვარულის ღამეც.
No comments:
Post a Comment