Friday, January 7, 2022

არ დამაყვედროთ! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

1. არც პრინცი ვარ და არც უფლისწული,

უბრალო კაცი ვბედავ ვედრებას:

არ დამაყვედრო უფალო სული,

არ ვიმსახურებ რამის ყვედრებას!

2. ვეთაყვანები შენგან ბოძებულს

და არც გული მაქვს ხარბი და ფლიდი,

დავიმოწამებ ანგელოზთ კრებულს, –

არც უარგყავი, არც ვერცხლზე გყიდი!

3. მოყვასსაც შევთხოვ, – წითელი ვარდით,

მუხლმოდრეკილი, შუბლდაცვარული...

ვისაც გიყვარვართ, ვისაც გიყვარდით,

არ დამაყვედროთ ეგ სიყვარული!

4. არვინ დამწამოს მე აპათია

და წარსულს თუკი ვინმე სჭვრეტთ დარდით,

მე არავისთვის მიღალატია, –

თქვენ, თქვენი თავი... თვითონ წამართვით!

 

ელგუჯა ციგროშვილი

ქ. თესალონიკი, 13.07.2016 წელი

,,სვეტიცხოვლობა''


No comments:

Post a Comment