Wednesday, January 5, 2022

ყველას ვპატიობ, ავტ. ელგუჯა ცოგროშვილი

 

1. გადაიყარა თვალებიდან ჯანღის ბურანი,

თვალებშიც მზეა, ჩამომეხსნა გულზე ლოდები,

მიყვარს სამყარო... სახარებაც, თორაც, ყურანიც,

გვირაბის ბოლოს, მზესთან ერთად შენ გელოდები!

 

2. ეს გული ახლაც სიყვარულით სავსეა, ჰო  და...

ჩემს თვალში ეშმაც ანგელოზი გახდა ნამდვილი,

ვპატიობ ყველას , ვინაც ჩემთან რაიმე სცოდა,

ბოროტებისთვის აღარა მაქვს გულში ადგილი!


No comments:

Post a Comment