მომკლა ვაებამ ყვითელი ფოთლის,
რომ ირხეოდა ზამთრის ღამეში,
კარი კიოდა, ის კანკალებდა,
კვნესოდა ლანდთა სიმდუმარეში.
ამ ფოთლის ჩუმი მესმოდა სუნთქვა,
რომ არ უნდოდა ობლად დარჩენა,
დამღალა სულის შფოთვამ და ურვამ...
ისევ იქ იყო, როცა გათენდა.
მაია დიაკონიძე
17.01. 2022წელი
No comments:
Post a Comment