Friday, January 14, 2022

მე შენთან ვცეკვავ (სატრფიალო)

მე შენთან ვცეკვავ, ყლუპ-ყლუპით ვსვამ შენს ნასუნთქ ჰაერს,
ზურგიდან მოჩანს, შენი ხელი მხარსა და ტორსზე,
მოახლოვებას, შენში გართხმას ჩუმ-ჩუმად ვცდილობ,
თავს გადებ მკერდზე, შენზე ფიქრი არასდროს მტოვებს.
ნაზად გეხები, ჟრუანტელი დამივლის ტანში,
სისხლი ჩქეფს, როგორც თერგის წყალი, საფეთქლებს უტევს,
თავბრუ მეხვევა და მგონია, ყველაფერს მიჯობს,
შევწყვიტო ცეკვა, ეს ვნებები დამდგარა გუბედ.
მაგრამ მიტაცებ, ხელს ძლიერად ჩამჭიდებ მკლავში,
ეტყობა ხვდები, რომ აქედან გაქცევას ვცდილობ,
ტყვე ვხდები შენი და მივფრინავთ ჰანგებში ვალსის,
შენთან დარჩენა ნეტავ ცეკვის პირობა იყოს.

14.01.2022წელი


.





No comments:

Post a Comment