Friday, January 7, 2022

ვერ დაგინახე! (სატრფიალო)

ვერ დაგინახე!
ვერ დაგინახე და ჩამოსკდა ციდან ნაპრალი,
იმ მუქ ფერებში ჩემს თვალებსაც ჩამოაღამდათ,
გადმოგაყარე ცის კოშკიდან ქარვის დალალი,
იქნებ ამოყვე და მომირჩენ გახსნილ ბალღამსაც.
ვერ დაგინახე, ასე კარგი, ასე საჩინო,
ჩინარის თავზე ჟღურულებდი ნაზი ჩიტივით,
ნისლივით მდგარო ბილიკებზე, უჩინმაჩინო,
თვალთ ამეხილა, ლურჯი ზღვების ხიბლით მიღიმი.
მაია დიაკონიძე
7.01.2022წელი

No comments:

Post a Comment