შობა!
1. განა
არ სტკივა დედას, როცა სიცოცხლეს აჩენს?
მაინც ღიმილი უცისკროვნებს ღვთაებრივ სახეს...
ჩვილის ბედ-იღბალს შეავედრებს სამყაროს გამჩენს,
რომ აარიდოს ყველა ხიფათს, საცდურს და მახეს.
2. ის
ამ წუთიდან ყოვლისშემძლე ნატვრისთვალია,
მადლი უფლისა ბედობისას რომ დაებედა...
როდესაც ჩნდება, ის უბრალოდ მხოლოდ ქალია,
თვითონ რომ აჩენს, — ღვთაებრივი
დედაა,
დედა!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ.თესალონიკი,15.05.2016
წელი
No comments:
Post a Comment