ციდან ფიფქები ცვიოდა გუშინ,
იმათში შენი თვალები ჩანდა,
მეგონა ვიქეც ტყვედ შენი მუზის,
ჩემს ტუჩებს შენი ტუჩები აჩნდა.
და როცა ნაძვთან მივედი ახლოს,
იმან ჩამიკრა სურვილით, ვნებით,
და ტყის ნაპირზე პატარა ახოს,
გადაუარა ღიმილმა ლხენის.
No comments:
Post a Comment