1. გადიან წლები... თუმც აღარ ვარ პატარა ბიჭი,
ოცნებებს დღესაც ცისარტყელას
ფერებში ვფერავ,
ღმერთო, მომეცი სულიწმიდის მადლი და ნიჭი,
სუყველასათვის გასაგებად
რომ შევძლო წერა.
2. გვიახლოვდება სოდომური
ცოდვების ზვირთი,
ვხედავ კონტურებს, –
კაცთა მოდგმის გადაშენების...
ვერავინ ბედავს,რომ
იტვირთოს ეს მძიმე ტვირთი, –
არ ჩანს მიმღები, სულიწმიდის ცეცხლის ენების.
3. წინაპარს ჩემსას,
წიგნთან ერთად ეპყრა მახვილიც
და სამას მთიელს ადარდებდა
ფიქრები ბარზე...
არ მავიწყდება სპარტელების
ის შეძახილიც, –
სიკვდილ-სიცოცხლე
ორ სიტყვაში: „ფარით
ან ფარზე!"
4. ვთვლი ერისკაცებს, სამასამდე ვერ დავითვალე,
რადგან მრავალთა საფიქრალი
მხოლოდ კუჭია...
დღეს თუ არ იშვა, ხვალ საიდან გვექნება ხვალე,
თავს ნუ ვიმშვიდებთ
ოცნებებით, რადგან ფუჭია.
5. ნუთუ მამულში აღარა გვყავს გმირი 300,
ერი დაბერდა, ჩვენ
წარსულით მხოლოდ „ვპი-არობთ"...
უფალო, იქნებ კვლავ შეავსო გრაალის თასი
და სულიწმიდის ღვთიურ
სიბრძნეს ჩვენც გვაზიარო!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 19.06.2016 წელი
,,სულთმოფენობა"
No comments:
Post a Comment