Wednesday, January 5, 2022

შენი თვალების ტბებიდან (სატრფიალო)

შენი თვალების ტბებიდან, მინდა რომ წყალი შევსვა,

იმდენს დავკოცნი მაგ ტუჩებს, ძოწებრ შევუცვლი ფერსა,
ლაღ მხრებზე მოგიალერსებ, მოგხვევ მკლავებსა გრძელსა,
სუნთქვა შეგეკრას, უჩემოდ ვეღარ ისუნთქო ვერსად.
ჩემს კანს განახებ ბროლისას, რომ არ ვამზევებ მზესაც,
შენს კოცნებს გავითავისებ, რომ მივწვდე ზევით ზეცას,
ლალ-საფირონი-ბაღჩების სარტყელ მარტყია წელსა,
შენ გელი, ჩემო ნისლაო, მხოლოდ შენ უნდა შემხსნა.
მაია დიაკონიძე
5.01.2022წ.






No comments:

Post a Comment