Wednesday, January 5, 2022

თორემ მთვარემ თქვა...

 შეღამებულზე მთვარე მოვა ჩემთან ფიქრებით,

სულ მომიყვება ძველს და ახალს კაცობრიობის,
ისე მშვიდად და ისე წყნარად მესაუბრება,
არ ვიცი ამით, თუ რაც მითხრა, იმით გავოცდი.
ახალ წელიწადს გადაგვკიდებს დრო უსასრულო,
ზურგზე ტვირთივით, ხურჯინივით მოგვეკიდება,
რაც ჩავიფიქრეთ, ღმერთმა ქნას, რომ ის ავისრულოთ,
თორემ მთვარემ თქვა, არრა რჩება დროის დინებას.
მაია დიაკონიძე
31.12.3021წ

 


No comments:

Post a Comment