ჩემი გული ხარ,
პურის ყუა, რომელიც მიყვარს, შემომეჭმევი, ადრე თუ გვიანკაფიობა
(მაია დიაკონიძე, ელგუჯა ციგროშვილი)
გული ხარ ჩემი!
გული ხარ ჩემი, პურ-ყუა,
სისხლი, ძარღვში არ ეტევი,
ადრე თუ გვიან, იცოდე,
პურივით შამომეჭმევი.
20.01.2022წელი
ლექსის პასუხად მაიკოს!
(ფშაურ კილოზე)
1.პურის ყუას რომ მადარებ,
კაფიას მოგწერ ხელადა,
გინდა დაიცხრო ,,შიმშილი", –
გინდივარ ,,შესაჭმელადა".
2. ერთ ნაჭერ ყველს ჩავიხუტებ,
მიმირთვი გემრიელადა,
სუ შენ სხეულში დავრჩები,
სულის და ხორცის მცველადა!
ქ. თესალონიკი
20. 01.2022 წელი
კაფიის პასუხად გუჯას!
შეგჭამ და ,,შიმშილს" დავიცხრობ,
მიგირთომ გემრიელადა?!
ნეტავ, ეგ როგორ იფიქრე,
შაგჭამო მარტო ხმელადა!
უკვდავების წყალ მააყოლ,
ჩემთვის სიტკბოდ და ნექტრადა,
ისე რა ჭამა იქნება,
ღვინით არ მივსე ხელადა.
მაია დიაკონიძე
21.01.2022წელი
No comments:
Post a Comment