გრძნობებდაცლილი არ მინდოდა, შენ რომ გენახე,,
ჩიტი, რომელსაც ბუმბული და ხმებიც შეცვლია,
მინდოდა შენი ვყოფილიყავ მე მეინახე,
ცხოვრებასა და უბედობას რომ დაეცლია.
ქარს მიაქვს ჩემი ბუმბული და ლაღი თვალებიც,
უიმედობის და ნაღველის ფერით შეცვლილა,
ჩამქრალა შიგნით ცეცხლისა და ვნების ალები
და სიხარულიც აღარა აქვს ლამაზ მერცხლისა.
მაია დიაკონიძე
17.01.2022წელი
No comments:
Post a Comment