Friday, January 7, 2022

როცა ეწვევი ჩემს ბაღებს (სატრფიალო)

როცა ეწვევი ჩემს ბაღებს,
გახდები მისი მებაღე,
ახარებ ტურფა ვარდებსა,
შენ თუ არ, სხვა რომ დალევსა,
დასკდება მკერდზე კვირტები,
ალბათ, უძილო იქნები,
შენ იმათ შემხედვარესა,
რა დაგაძინებს ღამესა,
ფანჩატურს ხომ გააშენებ,
ვაზი რომ თრთოდეს ღელავდეს,
შენ კი ამ ყველას მებაღე
ნატვრისთვალივით ელავდე.


No comments:

Post a Comment