Monday, January 3, 2022

სულში აღარ დამრჩა არაფერი (სატრფიალო)

სულში აღელვებას რა ვუშველო,

თითქოს დამწყებია აპათია,

მინდა, იმასაც კი ვაპატიო, 

ვისაც ვერავინ ვერ აპატია.

ტალღამ შემოჭრილმა საიდანღაც,

როგორც კართაგენი, დამარბია,

სულში აღარ დამრჩა არაფერი,

მხოლოდ ლექსებიღა მაბადია.


No comments:

Post a Comment