Tuesday, January 18, 2022

მოვიჩქაროდი შენკენ (სატრფიალო)

 მოვიჩქაროდი შენკენ ტყეში, პატარა ქოხში,

ვიცოდი შენი სიყვარულის ვნებით დამწვავდი,

არ ეტეოდა ის გრძნობები მხოლოდ ჩვენ ორში

და გვეყოფოდა, რომ გვეცოცხლა თუნდაც ას წლამდი.

შენ მე მაფენდი ელვისა და ქუხილის გზნებას,

მე გმასპინძლობდი ყვავილიდან სურნელით ნექტრის,

და ქარიშხალი როცა სახლის სახურავს ხევდა,

ის იყო ჩვენი გაზაფხული, სუნთქვის და ვნების.




No comments:

Post a Comment