შენი ხელიდან უკვდავებას მე ვეზიარე,
სხეულზე შენი მამჩნევია ნათითურები,
შენ ჩემს თვალებში ისევ ხარ და ისევ მოჩანხარ,
სხივთა ანარეკლს ვუყურებ და არ ვეურჩები.
ყელს მოვიღერებ და სარკეში ჩავიხედები,
ისევ ჩემთან ხარ, თუმც არასდროს არ მინახიხარ,
ერთად ვეწვევით ჩვენ კორიდას, ვნახავთ როდეოს,
სიზმრებში მუდამ ჩემი ზევსი, ნისლა ხარი ხარ.
სულ ლოდინში ვარ, რომ ჩამესმას ხმა შენგან ხმობის,
მეიმედები, ბნელ ღამეში მთვარედ მინთიხარ,
მეწვიე სიზმრად, ჩავიძიროთ მორევში ტრფობის,
ისევ გეძახი, ისევ გეტრფი, ისევ მინდიხარ!
მაია დიაკონიძე
6.01.2022წელი
No comments:
Post a Comment