მე და შენ, თოვლი და ნამქერი,
ეს ზვავი ჩაძირვას გვიპირებს,
შენ იყავ რჩეული ამერის,
მე ისე ვშვენოდი იმერეთს,
ტალღა და შავი ზღვის ზვირთი ხარ,
მე კი მზე მწველი და თაკარა,
ეჰ, როგორ მწყურიხარ, მინდიხარ,
წყარო ხარ სუფთა და ანკარა.
გვქონდა სისპეტაკე ნამქერის , ნიმფა გვასწავლიდა სიმღერებს ... შენ იყავ რჩეული ამერის , მე ისე ვშვენოდი იმერეთს .
No comments:
Post a Comment