Tuesday, January 18, 2022

მუდამ გახსოვდეს! (ადამ და ევას თემა)

მუდამ გახსოვდეს, ვინ არის ქალი,
პირველ ქალს, იცი, ევა რომ ერქვა,
და შენი დასჯაც, თუმც უნებლიეთ, 
ისევ იმ ქალმა ინება ბედად.

"ნეკნი ხარ ჩემი", მამადლი მუდამ,
ქალებზე მეტი კი არ გაქვს გონი,
მისგან მოწვდილი ვაშლიც შეჭამე,
არ დაგიდევდი ჭიანსაც მგონი.

ქალს იქნებ ბევრი ეშლება რამე, 
ზოგჯერ შენ, ადამს, უგონოდ გყვარობს,
ახლა შეჭამდა ევა იმ გველსაც,
ედემში ისევ რომ დარჩეთ მარტო.







No comments:

Post a Comment