დათოვა ფიფქმა წყალი,
დათოვა ფიფქმა მიწა,
შევხედე ჩემს მიწა-წყალს,
ტირილით, ვეღარ ვიცან.
ენგურს აქეთ და იქით,
ლიახვზე მცურავ ფიცარს,
ხომ აწერია ფიცი,
წესებს ერთს მაინც ვიცავთ.
და ბედობა დღის მადლით,
გავტეხავთ ყინვას ცივსაც,
ფიფქო, თეთრო და წმინდავ,
გაამთლიანე მიწა.
No comments:
Post a Comment