Thursday, January 20, 2022

შენ ჩემი მაჯა გეჭირა ხელში (სატრფიალო)


შენ ჩემი მაჯა გეჭირა ხელში,
გრძნობდი ჩემს სუნთქვას, ჩემს გულისფეთქვას,
შეჩერდა დროც და გაქრა მანძილიც,
,,მიყვარხარ", მსურდა იმ ღამით მეთქვა,
მაგრამ მოკლეა ჩემთვის ეს ღამე,
როცა სიზმრებში დავფრინავთ ერთად,
და ნუ გადაჭრი ჩემო, იმ საბმელს,
რომელიც ისევ მაბრუნებს შენთან.
მაია დიაკონიძე
20.01.2022წელი

No comments:

Post a Comment