Tuesday, January 25, 2022

ჩვენს წინაპრებს! (პატრიოტული)

ქარმა აახმიანა სულის უხმო ფლეიტა,
ყველა სიმი დაქაჩა სიამით და ლხენითა,
გამახსენა ერთბაშად დედას ნაზი ღიმილი,
ანთებული თვალები, - შემოხედვა ბილილის.
მამა იქვე დედასთან მისჯდომია მაგიდას,
სიტყვას სიტყვასთანა რთავს, აქსოვს თავის ქარიზმას,
ბებია კი ჩურჩულებს, თან წინდას ქსოვს ჯვრებიანს,
- ჯვარს რომ ზევით აიტანს, თქვენი ნაზი მხრებია.
მესმის პაპას ძახილი, ცეცხლი ჯერ არ ჩააქროთ,
ნუთუ ტყუილად ვიწვალეთ, გავისარჯეთ ამაოდ.
მამა-პაპათ საფლავებს დაბზარვიათ კედლები,
მოდით ისევ შეკარით თქვენი ერთი შეხებით.
მოგონების ღრუბელში ტაატით ვიძირები,
ვფიქრობ, რად არ ხმებიან იმ ხეხილის ძირები,
წინაპრებს რომ დაურგავთ, ჯერაც ისევ ხარობენ,
ნათლის შუქი ამკობდეს იმათ სასაფლაოებს.
მაია დიაკონიძე
25.01.2022წელი









No comments:

Post a Comment