ბუტე, ბუტე, გაგებუტე,-
წავიჩხუბეთ მე და ლელამ,
თამაშის და გართობისთვის
ახლა უკვე აღარ გვცხელა.
დღეს ელენე გახდა ჩემი
სანატრელი მეგობარი,
მოვიარე მასთან ერთად
ტყე, მინდორი, მთა და ბარი,
მაგრამ სინდისს რაღა ვუყო,
სინანული რად მაქვს გულში?!
პატიების გამოთხოვა
დავაპირე უკვე გუშინ,
დღეს კი ლელამ ადრიანად
შემოაღო სახლის კარი
და ბოდიში მოიხადა,
მეგობრობაც ხომ ეს არის?!
No comments:
Post a Comment