სისხლის წვიმის და ტანჯვის მშობელო,
შენ, უჯიათო წუთისოფელო!
თავდახრილს მოგაქვს ქართული დროშა,
მძიმე უღელქვეშ მშობელი ოხრავს.
კვლავ დიდი არის ქვეყნისთვის მსხვერპლი,
კვლავ მოგვდებია ცოდვების ცეცხლი,
არგადახდილი გვქონია ვალი, -
კვლავ მამლუქების დამდგარა ჯარი.
მაგრამ ბოროტსაც ექნება ბოლო, -
უფალი კეთილს მოგვიზღავს მხოლოდ,
არ დამარცხდება რჩეული ერი, -
"მუმლი მუხასა" ისევე მღერის.
კვლავ აინთება ვარსკვლავი ცაზე, -
დრო გასცემს პასუხს ცრუსა და გამცემს...
დღეს კი შენი ვართ, ტანჯვის მშობელო,
შენ, მუხანათო წუთისოფელო!
No comments:
Post a Comment