შენი ალერსი მწყუროდა,
შენ მიმზერ თითქოს შორიდან,
გეძახდი, შენთან მინდოდა,
ჩემს დარდს ცრემლებით მოგიტან.
ნუგეშს ველებზე ვეძებდი,
ტურფა ყვავილებს ვეტრფოდი,
ხან ბარში ჩავიმუხლავდი,
ხან მთაში ნისლად ვკრთებოდი.
მაგრამ საშველი ვერ ვნახე,
შენ ისევ მიმზერ შორიდან,
სიტყვა არ გესმის ქართული,
თურმე სხვა გორის ყოფილხარ.
No comments:
Post a Comment