Saturday, May 16, 2015

მხოლოდ ერთი ვარ, ერთადერთი

მხოლოდ ერთი ვარ, ერთადერთი,
მიუსაფარი...
ჩემი საფარი მხოლოდ ცა არის,
ფრთამოტეხილი ჩიტი ვარ და...
ვერ ვაგნებ ბუდეს,
ამიზიდნია ნიკოფსიით მაღალი ზღუდე,
ახლა კი ველი შეწევნას და ღმერთისგან ნუგეშს...
ფრთამოტეხილი ჩიტი ვარ და...
არ გაშრა ცრემლი, -
ქცეულა გუბედ!
ნუთუ შიგ მელის დახრჩობა და
დარჩენა ფსკერზე?!
ფრთამოტეხილი ჩიტი ვარ და...
ვერ ვაგნებ ბუდეს,
ამწიეთ მაღლა,
გავშალო ფრთები,
ცა მელოდება და
ლურჯი მთები!

No comments:

Post a Comment