ადრე თუ გვიან, ჩამოიხსნის ყველა პირბადეს,
ნიღბები ყრია ბაზრობაზე მუქთად და ოხრად,
მომბეზრდა ამა წუთისოფლის ფლიდთა სიყალბე,
ფარსს მირჩევნია რომ ვიარო მარტოდ და ობლად.
სიზეფეს ლოდი მაწევს ქედზე, მსურს ზევით ასვლა,
უფალო, შეგთხოვ, ანთეოსის მომეცი ძალა,
ბილიკებზე კი, სადაც კიდევ მომიწევს გავლა,
აღარ მანახო ორპირობა, სიბრიყვე კაცთა.
No comments:
Post a Comment