Wednesday, July 19, 2023

ოჰ, ეს ქალები! (სახუმარო)

 ზოგი ნიბლია ჩიტია,

ზოგი ბეღურა ნაზი,

ზოგი კი ამორძალია,

სიმკაცრის დაღი აზის,

პირიმზე, პირმზე, პირმზისა,

ანთებენ წითლად მინდორს,

გვირილა - თეთრი ყირმიზა -

გოგო ნიავმა მიქო. 

ზოგი თვით ნეფერტიტია,

ზოგი ჟანაა დარკი,

მე კი მგონია მზია ვარ,

გამოქვაბულს ვერ გავცდი.


No comments:

Post a Comment