Friday, July 28, 2023

 სადაც მელიან, იქ მივალ,

სადაც არა და არაო,

მეტყვი, რა გჭირამს ამ დილას,

ეჭვი რად შაგეპარაო,

შენ თვალში ვერ დავინახე,

ფერებნათელი მარაო,

სხვას უშლი ფიანდაზებსა,

ჩემგან თვალებსა მალავო.

სიკეთის დღესაც გისურვებ,

ჩიტო, იმედებმპარავო,

როცა მდინარე იხუვლებს,

იქ მივალ, შენთან არაო...





No comments:

Post a Comment