Saturday, July 29, 2023

სახუმარო-სალაღობო

 ცამცუმი ხარ, ამირანი, 

ანდა იქნებ უსუპ-ბადრი,

ვერა ვნახე ქვეყანაზე 

შენი დარი, შენი ყადრი.

იქნებ სიზმრად დამანახო

მაგ თვალების პეიზაჟი,

ჩახატული შიგნით ვნება,

რომ მეგონოს ვერნისაჟი.

მუზა ხარ თუ მუზათღმერთი,

ვხედავ, მაინც არ დამინდე,

შენი თვალის გამონაშუქს 

ავაფარო უნდა რიდე,

ვა, თუ უცებ შემომხედო,

მეგობრად გყავს შენ ამური,

აქეთ-იქით ისვრის ისრებს,

წარიტაცე ბევრის გული.

ცამცუმი ხარ, ამირანი, 

ანდა იქნებ უსუპ-ბადრი,

ვერა ვნახე ქვეყანაზე 

შენი დარი, შენი ყადრი.













No comments:

Post a Comment