ყალბია ზოგჯერ სიტყვა და ლექსიც,
შენ უნდა განმკურნო, შენ უნდა მიწამლო,
შენ უნდა სიამის შემასვა წამალი,
არ გაგცემ არასდროს, რომ ისევ გიწამო,
სანამდე მესამედ იყივლებს მამალი,
ღვიძლიდან მინდა რომ გამიქრეს შხამები,
შენ ჩემო ღვიძლო და შენ ჩემო ღვიძილო,
ძილისთვის არ დამრჩეს სულ მცირე წამებიც,
დე, შენი გულისთვის ვიღვაწო-ვიღვიძო.
ლოგინზე მიწოლილს სიმწარით შეგცქერი,
სასომიხდილსა და დამჭკნარი ხელებით,
ჩვენ შორის სიჩუმის დამდგარა ეთერი,
ლანდივით მდუმარედ უხმოდ გეფერები.
ლანდადღა ვქცეულვარ, თუმც შენი შვილი ვარ,
შორს დამრჩა მამული, ცხრა ძმა და ცხრა წყარო,
გუთნის და ერქვანის კეთების ნიჭი მაქვს,
მაგივრად ამისა გავთხარე ცხრა ხარო.
ქართველი დედისას მე ვიცნობ ხასიათს,
თავისი შვილების იმედად იცოცხლებს,
აბა ეს კოშკები რა ძალამ აზიდა,
საძირკვლად რამდენი დაედო სიცოცხლე.
დედაო, გამათბე მზიანი თვალებით,
არასდროს მიგანო, არასდროს არ დამთმო,
მეც შენთვის ვიბრძოლებ თუნდ ბოლო ძალებით,
გინდაც რომ აღმიდგეს წინ მთელი სამყარო.
No comments:
Post a Comment