Monday, July 3, 2023

რამე შევცვალოთ, ვერ ვიკრებთ ძალას!


,,სად მარხიაო ძაღლის თავი", უთქვამთ, ვინ იცის,

რაა ცხოვრების დედა აზრი, ,,ანი" და ,,ჰოე",

ხან არარსებულს, ხან რეალურს ვდარდობთ,მივტირით,

რამე შევცვალოთ, ვეღარ ვიკრებთ ძალას და ღონეს.

მიუსაფარნი ხან ხიდისქვეშ ვათენებთ ღამეს,

ხანაც ვარსკვლავებს დავეწვევით ჩუმი ოცნებით,

ხან ფიანდაზად გვეფინება მზიური ზვარე,

მაინც ერთს შევტრფით, მას შევუყურებთ ბრმა გაოცებით.

რომელიც დარჩა სადღღაც შორეთს, სულ სხვა ნაპირთან,,

და ეჭიდება იქნებ ჩვენთვის ბობოქარ ტალღებს,

ჩვენი ბავშვური სურვილებიც ჩრდილო ქარს მიაქვს,

და ეს ყოველი ტკივილით და დარდებით გვავსებს.

რა ბედენაა დავიწყების ერთი ფურცელი,

ამ უსასრულო სამყაროში ქცეული მძევლად,

მოგვევლინება ვით მშველელი, ღმერთი სულგრძელი,

და ასრულდება სამართალი, ვით მისი ნება.

3.07.2023 წელი












No comments:

Post a Comment