Thursday, July 13, 2023

სიმღერა (შორია ბარისახომდი) სატრფიალო, ეთერ ისაკაძის კომენტარით

შენს გულისცემას ვუსმენდი, 

შენთვის ვცხოვრობდი, ვლაღობდი,

შენამდე ვეღარ მოვედი,

შორია ბარისახომდი.

ამ დროში გადაგავიწყდი,

ზღვა გადმოვიდა ნაპირებს,

ჭექა-ქუხილიც ამტყდარა,

გაწვიმებასაც აპირებს...

ეს ჩემი დღენი გავლიე

შენზე ფიქრსა და ნდომაში,

ბალღამიც ბლომად დავლიე,

საწუთისოფლო ბორგვაში.

შენს გულისცემას ვუსმენდი, 

შენთვის ვცხოვრობდი, ვლაღობდი,

შენამდე ვეღარ მოვედი,

შორია ბარისახომდი.


Eteri Isakadze

ხან მთას უმღერი,
ხან ზღვასა,
მწველია შენი ვნებანი,
ბარისახოში ჯობია,
სანდო არ არის ღელვანი...



No comments:

Post a Comment