Sunday, July 23, 2023

ექსპრომტად მოწუწუნე მეგობრებს! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ექსპრომტად

მოწუწუნე მეგობრებს !
1. გულს ნუ გაიტეხ ,
მერე რა , თუ
გულში ბაზარია,
,, გედის არიის "
რად გინდა , რომ
ასრულებ სოლოს ? !
უიმედობა ,
უიმედო მეგობარია ,
ვერც მზის ათინათს
ვერ იხილავ
გვირაბის ბოლოს .
2 . თუ წინსვლა გინდა ,
საკუთარ ფეხს , ფეხს
რატომ უდებ ?
თუკი ოცნებობ ,
ოცნებებიც
ადვილად ხდება ...
მიდი , იარე ,
შენ სავალ გზას
ნუ გაიმრუდებ
და თუ არ მოკლავ ,
იმედებიც
არასდროს კვდება !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
23 . 07 . 2023 წელი .

განა ყოველთვის ჩანს სინათლე
გვირაბის ბოლოს,
ანდა ოცნებებს არ აცვდებათ
კრიალა ფრთები?!
თუკი ლოდინი არ მთავრდება,
არს უსასრულო
და შენც კამკამა სანთელივით
ნელ-ნელა ქრები,

No comments:

Post a Comment