ერთ დღესაც!
ერთ დღესაც ჩამოეშვება
ამაოების ფარდა
იქ იმ დროს არვინ იქნება,
ჩვენი და უფლის გარდა.
რა ვცოდეთ და რა მოვიგეთ,
რა იყო ამის ფასი,
არამი ლუკმაც შევირგეთ,
შეზავებული ფარსით.
განკითხვის დღე დაგვიდგება,
ალბათ, ადრე თუ გვიან,
რატომ გავიქრეთ გულიდან,
სიყვარული რომ ჰქვია?!
მაია დიაკონიძე
19.07.2023 წელი
No comments:
Post a Comment