პოეტები
(წასაღიღინებელი)*****
პოეტი კაცი?
სულ მთვრალია! - ლექსით... ან ღვინით,
უმთავრეს სათქმელს - როგორც წესი - გულში ინახავს,
პოეტი კაცი შეჰღიღინებს ცხოვრებას კრინით
და „ფხიზლად“ მყოფი სიზმარშიაც კი არ მინახავს...
პოეტი ქალი?
ხშირად სტუმრობს მზის ოქროს ერდოს,
ამურის ისრის კალამი აქვს, სული - რვეული...
კარგ ლექსებს თუ წერს, მტკივან გულში რაც უნდა ედოს,
ის უეჭველად... სიყვარულით არის სნეული!
*****
მარი ჟღენტი
25.07.2023
No comments:
Post a Comment