,,„სიყვარული აღგვამაღლებს“, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ",
რა არის ის ნადირობა, თუ დახოცავ მხოლოდ მწყერებს,
ავაზაზე ინადირე, ჯიხვზე, ტახზე,ანდა ვეფხვზე,
ქალთა დედოფალი თუა დაიხმარებ კიდევ მწევრებს.
ასე ვფიქრობ, ნადირობად გადაიქცა სიყვარულიც,
ის გოგოა მოსაწონი, ვის მამასაც უჩანს ფული,
ასე იყო ოდითგანვე, თუმცა იყო დაფარული,
ერთეულებს შეუძლიათ შეიყვარონ მთელი გულით.
No comments:
Post a Comment