ვეზიდებოდი მდინარეზე ფიჩხებს და მორებს,
და არასოდეს ვივიწყებდი ,,Memento mori" -ს,
მახსოვს სიტყვებიც, ,,სიკვდილის ვართ ყველა შვილები",
მივიწევთ ცისკენ გაფითრებულ-გადაღლილები.
მდინარის პირას ბევრიც შემხვდა წოთელი შინდი,
საღამოც ბევრი გავატარე ნაზი და მშვიდი,
მაგრამ ტალღებმაც ნაფოტივით ბევრჯერ მარწია
და შემეყარა არაერთხელ ყრუ აპათია.
ვერა თქვი სიტყვაც გამოზომილ-გამოწონილი,
ბევრჯერ ავჭერი არასწორედ სხვისი ქსოვილი,
გავანაწყენე მოყვასი და ჩემი მშიბელი,
ბევრჯერაც გავხდი სათნოების უარმყოფელი.
ვეზიდებოდი მდინარეზე ფიჩხებს და მორებს,
და არასოდეს ვივიწყბდი ,,Memento mori" -ს,",
მახსოვს სიტყვებიც, ,,სიკვდილის ვართ ყველა შვილები",
მივიწევთ ცისკენ გაფითრებულ-გადაღლილები.
მაია დიაკონიძე
19.07.2023 წელი
,Memento mori" - გახსოვდეს, რომ სიკვდილი გელის
No comments:
Post a Comment