მუზა
ალბათ ყველა ქალს შეუძლია რომ იყოს მუზა, -
ვით თამუნია წერეთელი, ან ტურფა მერი,
ჭეშმარიტება ასეთია, ვერაფერს ვუზამთ,
მუზათ ნატერფალს არ ედება ფერფლი და მტვერი.
ეკატერინე ჭავჭავაძეს შესტრფოდა ტატო,
,,ტანო ტატანოს" დამღეროდა ბესიკი ქნარზე,
განა იცოდნენ, აირჩიეს რისთვის ან რატომ,
მუზა ხომ ჩვენს სულს იდუმალი სინათლით ავსებს.
ორბელიანს კი თავს ერჩია მწყაზარი ნინო,
ასი წლის მერეც რომ შესტრფოდა გოგლა მის სახეს,
ლექსშიც რომ ფიქრობ, სიტყვით რამე არ აწყენინო,, -
ვერ გაექცევი იმათ დიდ ხიბლს და იმათ მახეს...
ოცნების მუზას მაინც ვეძებ მე ყველა ქალში,
ზოგის ფიქრები ზღვა არის და ზოგის მდინარე,
და ირეკლება მიუღწევლის სურვილი თვალში,.
ვუცქერი ყველას სიყვარულით პირმომღიმარე,
No comments:
Post a Comment