Tuesday, July 4, 2023

ვარდისფერი სათვალე

 არ მომდის მუზა, ამ ფიქრებსაც ტყუილად ვაწვალებ,

ჩემს სულში თითქოს დატრიალდა დროის გრიგალი,

,,როდის მოიხსნი ამ ვარდისფერ ბავშვის სათვალეს",

მახსოვს, რომ მკითხა მამაჩემმა, ,,როდის, მითხარი!"

მას მერე მოხსნილს ხშირ-ხშირადვე ისევ ვიკეთებ,

ბოროტის ნაცვლად რომ ვხედავდე მხოლოდ სიკეთეს.




No comments:

Post a Comment