Sunday, July 2, 2023

ბიჭებს!

 ღმერთო, რატომ ამირიე გზა და კვალი,

ან რას გთხოვდი ასეთსა და ისეთს?!

ზედ მხუროდა ჩემი ქვეყნის მზე, ცარგვალი,

შევხიზნოდი ძველ ფაცხაში ბიჭებს.

დაგველია ერთი-ორი ჭიქა ერთად,

შესანდობარს ხომ ვიტყოდით ძველთა,

მაგრამ ბიჭებს?! ბიჭებს უკვე ვეღარ ვხედავ,

ფაცხაც უკვე დაარბია სეტყვამ.

რას გვერჩოდი, ბედის ტალღავ, ფეხებმრუდო,

აგვირიე ჩვენ გზა-კვალი ყველას,

აბა მითხარ, როგორ აღარ დაგემდურო,

იმ ბიჭების კვნესა ისმის ველად.




No comments:

Post a Comment