Sunday, July 23, 2023

მინიმები

 შენ ჩემს ნაჩუქარ სიცოცხლის დღეებს

უბრალოების ჭაობში სვრიდი,

და როგორც მცირე ასანთის ღერებს,

ცეცხლმოკიდებულს ტალახში ყრიდი.


ერთელ ზღაპარი რამე მესიზმრა

და რომ მეგონა, ცხადშიაც ახდა,

თურმე იმდენხანს და ღრმად მეძინა,

სიზმარში სიზმრის მქონია განცდა..


ვიწყობ ამინდებს, ვუკაკუნებ ქვასანაყს - ქვიჯას,

სადღაც შორ ხედში  არტისტული ყვავილი მიჩანს,

პაოლოს, გოგლას, ვალერიანს, ტიციანს... ვფიცავ,

არასდროს მსურდა შევეჭამე სხვა ქვეყნის მიწას.



No comments:

Post a Comment