ხან წინ ვუსწრებდი ცხოვრებას,
ხან ის მისწრებდა წინა,
იქნებ მეღირსოს ცხონება,
ცაში დავიდო ბინა.
არ მინდა ქვეყნად რომ დამრჩეს,
მცირედიც ვინმეს ვალი,
ბოლო დროს ცრემლი დამჩემდა,
ჩამიქრა ნაპერწკალი.
ანგელოზებმა ჩამიდგეს
თვალში ცისფერი მინა,
და ეს თვალები დაიტევს,
ქვეყნად თუ რამე მინდა.
შიგ მოჩანს მთვარეც, ვარსკვლავიც,
ჩემი ოცნების გემიც,
არ მეცილება არავინ,
ის იალქანიც შვენის.
ხან წინ ვუსწრები ცხოვრებას,
ხან ის მისწრებდა წინა,
იქნებ მეღირსოს ცხონება,
ცაში დავიდო ბინა.
No comments:
Post a Comment