Wednesday, July 26, 2023

ისმინე, ღმერთო!

 ისმინე, ღმერთო, უთქმელი კაცის,

ესათუთება ყვავილებს ფრთხილად,

ცხვირზეც დააჯდეს პეპელა ანცი,

ხელს არ აუქნევს ღვთისნაშობს ფრთიანს.

ასეთ კაცს მიეც ფქვილი და ერბო,

რომ ჩასჩურჩულებს ჩიტებსაც ყურში,

ჩვენც სიყვარულის გვასწავლოს გემო,

რომ არ გავიქროთ იმედი გულში.






No comments:

Post a Comment