Monday, July 10, 2023

მინიმები

 მე შენი მჯერა უსაზღვროდ და უკიდეგანოდ,

თუ ეჭვი დამღრღნის, რაღად მინდა ამქვეყნად რამე,

მინდა რომ შენი წრფელი გული მე ერთს მებაროს,

და როგორც შაშვი მე მიძღვნიდე   მაჟორულ გამებს.

                ---------------------------------

მე გულზე ბზარი დამამჩნია დრომ და ეპოქამ,

მივყვები კიდეს მზითნაფერი ბილიკებისას,

თვალგასახარად გზად მბზინავი კენჭიც მეყოფა,

თან წავიყოლებ ამ ქვეყნიდან მივლინებისას.






No comments:

Post a Comment