ყველა ყვავული ჩემთვის გინდა, ყველა სმარაგდი,
რად ვერ აღწვდა მათი შუქი ჩემთან აქამდის,
ახლა კი ყველა ცხრაკლიტული თითქოს გახსენი
ძოწი, ლალი და მარგალტი მოგაქვს რამდენი.
აგიკიდია აქლემისთვის ოქრო და ვერცხლი,
და უდაბნოში მოაბიჯებს მტვირთველი ბევრი,
უდაბნოს ქვიშაც ოქროსია, ბრწყინავს მზესავით,
იმ ქვიშასავით გაგვიმრავლდეს მადლის მთესავი.
ზევიდან ქარი გადაუფრენს უდაბნოს სტეპებს,
და იმ ერთადერთს, სიყვარულის ნაზ ყვავილს ეძებს,
რომ მომიტანოს მასთან ერთად დანაბარები,
,,სიყვარულისთვის ღია არის გულის კარები!".
.
No comments:
Post a Comment