Friday, July 7, 2023

თამარ შაიშმელაშვილის შუამდგომლობა ელგუჯა ციგროშვილისთვის

 

                                               შუამდგომლობა

 

 

 საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული კავშირის წევრი თამარ შაიშმელაშვილი  (2010 წლიდან) მოგმართავთ თხოვნით, პოეტ ელგუჯა ციგროშვილის მწერალთა საერთო-ეროვნულ კავშირში გაწევრიანების თაობაზე.

პროფესიით ფილოლოგი  ელგუჯა ციგროშვილი 29 წელია ემიგრანტია. ლექსებს ბავშვობიდან წერს. უმეტესად, მშობლიურ ხალხურ კილოზე. როგორც სხვა ქართველებს, 1994 წელს მასაც მოუწია სამშობლოს დატოვება და საბერძნეთში ფიზიკურად მუშაობა. რედაქტორობდა სათვისტომო „საქართველოს“ ამავე სახელწოდების გაზეთს, რომლის ფურცლებიდანაც ბევრ ქართველ ემიგრანტ ავტორს დაულოცა გზა პოეზიაში. 

თავიდან მისი ლექსები სოციალური ქსელით გაიცნო საზოგადოებრიობამ. მკითხველი მოუთმენლად ელოდა სამშობლოს დიდი მონატრებით დაწერილ მის სტრიქონებს.

თესალონიკში პირველი საკვირაო სკოლა 2004 წელს გახსნა, შემდეგ - 2010 წელს. ენა. ორჯერ აირჩიეს ქართული კონფედერაციის დიასპორის თავმჯდომარედ. იგი დაუღალავად იღვწის, რომ  სამშობლოსგან მოწყვეტილი  ახალგაზრდა თაობა არ მოწყდეს მშობლიურ ფესვებს და  არ დაივიწყოს ქართული ენა...

მისი თაოსნობით პირველად ჩატარ თესალონიკში: შემოდგომის დღესასწაული, თბილისობა, „ვაჟაობა“, ასევე, სხვადასხვა პოეტის წიგნის წარდგენაც გაიმართა.

ელგუჯა ციგროშვილის შემოქმედებას შორიდან თვალმზირალი კაცის მიერ დანახული სამშობლოს სიყვარული დაებედა, იქიდან ეფერება მშობლების საფლავებს, სოფლის მონატრებულ  მდელოებსა და სურნელს... გამორჩეულია მისი სატრფიალო ციკლი,  წრფელი და გულისგულზე გამავალი... 

სასიხარულოა, რომ 2022 წელს მოხერხდა ამ უნიჭიერესი ავტორის ლექსების კრებულის „მე მოვინატრებ“ გამოცემა და მწერალთა სახლში წარდგენაც, სადაც ინტერნეტით ონლაინ ჩაერთო თავად ავტორი - ელგუჯა ციგროშვილი.

გთხოვთ, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დააკმაყოფილოთ ჩემი შუამდგომლობა და ელგუჯა ციგროშვილი მიიღოთ საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნულ კავშირში.

 

 

 

                                                                                               თამარ შაიშმელაშვილი

 

                                                                              25. 06. 2023

No comments:

Post a Comment