დედა-სამშობლოს!
შენ უნდა განმკურნო, შენ უნდა მიწამლო,
შენ უნდა სიამის შემასვა წამალი,
არ გაგცემ არასდროს, რომ ისევ გიწამო,
ღვიძლიდან მინდა რომ გამიქრეს შხამები,
შენ ჩემო ღვიძლო და შენ ჩემო ღვიძილო,
ძილისთვის არ დამრჩეს სულ მცირე წამებიც,
დე, შენი დიდება ისევე ვიხილო.
ლოგინზე მიწოლილს სიმწარით შეგცქერი,
სასომიხდილსა და დამჭკნარი ხელებით,
ჩვენ შორის სიჩუმის ჩამდგარა ეთერი,
ლანდივით მდუმარედ უხმოდ გეფერები.
აჩრდილად ვქცეულვარ, თუმც შენი შვილი ვარ,
შორს დამრჩა მამულში ცხრა ძმა და ცხრა წყარო,
გუთნის და ერქვანის კეთების ნიჭი მაქვს,
მაგივრად ამისა გავთხარე ცხრა ხარო.
ქართველი დედისას მე ვიცნობ ხასიათს,
თავისი შვილების იმედად იცოცხლებს,
აბა, ეს კოშკები რა ძალამ აზიდა,
საძირკვლად რამდენის დაედო სიცოცხლე.
დედაო, გამათბე მზიანი თვალებით,
არასდროს მიგანო, არასდროს არ დამთმო,
მეც შენთვის ვიბრძოლებ თუნდ ბოლო ძალებით,
გინდ წინ გამიშალონ სიავის საბადო.
მაია დიაკონიძე
21.07.2023 წელი
.
შენ ახლა წევხარ ლოგინზე მარტო,
სასომიხდილი, დამჭკნარ ხელებით,
მე კი შენს თავთან მდუმარედ ვდგავარ,
რაც შეუძლია ლანდს, გეფერები.
ლანდად ვქცეულვარ მე შენი შვილი,
დამვიწყებია ცხრა ძმა, ცხრა წყარო,
ვეზიდებოდი გუთანს და ერქვანს,
გამომითხრია ჩემთვის ცხრა ხარო.
რით გაგახარო, დედავ, მშობელო,
გული მიკვდება, ასე რომ გხედავ,
ჩვენს გულში ისევ ეშმა ნებელობს,
წყლის წისქვილები ღერღილსა ღერღავს.
და თუ კი კიდევ შეგრჩა ძალები,
ყველა წმინდანის შეწევნას ვითხოვ,
მინდა მომხვიო მძლავრად ხელები,
წარსვდგები შენ წინ როდესაც თვითონ.
No comments:
Post a Comment