ერთ დღესაც
ერთ დღესაც ზღვაში იძირება ოცნების გემი
და იმედებიც ასრულების ზღვის ფსკერზე მიაქვს,
ვიოლინოზე დაიკვნესებს პატარა ხემი,
ხვდები, არ ახდა, რაც გინდოდა, რაზეც ფიქრობდი,
გაშოლტილები, ნაწამებნი წვანან ფიქრები,
ვითარცა მსხვერპლნი განაჩენის მეფე იროდის,
შენც, როგორც ქარი, მეწამული ღრუბლით ირთვები.
მაია დიაკონიძე
23.07.2023 წელი
No comments:
Post a Comment