Saturday, July 1, 2023

 მე არ ვიცოდი, თუ გვებოძა ახალი ჩინი,

ჯერ ლექსთმწერების მდაბიური ვიყავით კასტა,

ახლა დაფასდა ვგონებ ჩვენი მწერლობის ნიჭი

და მოპოეტო ელემენტთა გავმხდარვართ დასტა.


როცა გვიმონებს ცის სილამაზე,

ვერა და ვეღარ მოვწყვიტეთ თვალი,

გულში სინაზე აღარ ეტევა,

და ვნებებს აღძრავს სისავსე მთვარის.


იქ უსიერში გვქონებოდა პატარა ქოხი, 

ატმის ტოტებზე მოვარდისფრო ყვავილს ეყარა,

თეთრ ტანზე მსხმოდა მარგალიტი, ლალი და ძოწი,

ჩემი ვნებით და სიყვარულით რომ გაგეხარა.





No comments:

Post a Comment